როგორც წიკლაურმა ნიუპოსტს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ოქტომბრის არჩევნებით ხელისულფება შეიცვლება, აუცილებლად მოეფინება ნათელი მაჩალიკაშვილის საქმეს და დაისჯებიან როგორც ბრძანების გამცემები, ასევე შემსრულებლები.
„ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ქართულმა ხალხმა ისედაც კარგად იცის - თემირლან მაჩალიკაშვილი არაა დამნაშავე, ის იყო მსხვერპლი. სახელმწიფო კი ყველანაირად ეცადა, რომ შემდეგში ის როგორმე ტერორისტად გამოეცხადებინა და ამით გაემართლებინათ პანკისში მომხდარი სასტიკი მკვლელობა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არ არის არც კანონი, არც სამართალი და არც მორალი. ადმაიანი, რომელიც იმსხვერპლეს, უნდათ რომ ტერორისტად გამოაცხადონ და ხელმეორედ მოკლან.
დარმწუნებული ვარ, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ძალიან მალე დადგინდება ამ საქმეზე სიმართლე. ნათელი მოეფინება ყველა იმ გარემოებას, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ახლდა და აუცილებლად დაისჯებიან როგორც ბრძანების გამცემები ასევე შემსრულებლები.
რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, ერთხელ უკვე იყო მოთხოვნა, ჩვენ ვუჭრთ მხარს ამ კომისიის შექმნას. ვფიქრობ, იმ მოკლე ვადაში, რომელიც არჩევნებამდეა დარჩენილი, შესაძლოა ვერ მოესწროს, რადგან ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ საქმეს საჯაროობა მოარიდოს. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც ამ ადამიანის მკლველობას ნათელს მოჰფენს“ - უთხრა ნიუპოსტს წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






