თვდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციიის მიზანი ქართული ჯარის დაკნინებაა.
მინისტრი ჯარისკაცების ფეხსაცმელების სკანდალს გამოეხმურა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს მანიპულაციებს და დეზინფორმაციას.მისი თქმით, დეზინფორმაციული კამპანია მას შემდგ გააქტიურდა, რაც პანდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალებმა ეფექტიურად იმუშავეს.
"სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების თუ სადეზინფექციო ხსნარის შეძენის საკითხით მანიპულირებენ. ჩვენში განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკევეთების დაქვეითება...დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება. საბოლოო ჯამში, დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალებისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის მიზანია, მოსახლეობის თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება" - ამბობს ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






