„ბორდერიზაციის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს მშვიდობა“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ციხელაშვილი აცხადებს, მავთულხლართების აგების და ამ პროცესის გაგრძელების მიუხედავად, ხალხთა შორის კონტაქტები იზრდება, რაც ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს.
„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, რთული, მაგრამ პროდუქტიული წლები იყო. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო ალბათ, ერთი ცხოვრებისთვის ასეთ სფეროში სამუშაოდ, რომელიც მართლა ძალიან საპატიოა, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს და სამსახურზე მეტიც კია. აუცილებელია შინაგანი რწმენა იმის, რასაც აკეთებ. მე მართლა მჯერა, რომ ეს შედეგები მიღწეული იქნება. ამ რთულ გზაზე ჩვენ გარკვეული და ძალიან კონკრეტული შედეგები უკვე დავდეთ.
ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც შეიძლება ხშირად არის აღქმული, როგორც მოცემულობა, ესაა, ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა. პირობითია ეს მშვიდობა, როცა ბორდერიზაცია მიდის, პროვოკაციებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ეს არ არის ჩვეულებრივი რამ, როცა ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში. ეს არ არის ჩვეულებრივი მოცემულობა, როცა ყოველთვიურად და კვირეულად სხვადასხვა სახის პროვოკაციაა ჩვენს ტერიტორიაზე, იქნება ეს მავთულხლართების გაბმა თუ ამ წლების განამვლობაში ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, დაკავებები, ეს არის მუდმივად პროვოცირება და ესკლაცია. როცა ხდება ამ პირობებში მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის შრომის შედეგი, პოლიტიკის შედეგი და ეს შედეგი უნდა დავინახოთ“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი
წყარო: ipn.
მასალის გამოყენების პირობები






