"არასწორი და არაკორექტული განცხადება"-  ეზუგბაია ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელს, რომელმაც სამართალდამცავები გააკრიტიკა ღიად უპირისპირდება
პოლიტიკა - 09:17, 12 Jun, 2020     610
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია კოლეგას, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მაკა სოლოღაშვილს არაკორექტული განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.


ეზუგბაიამ Facebook-ში განცხადება გაავრცელა რომლითაც მაკა სოლოღაშვილის კომენტარს ეხმაურება.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კლინიკის 3 მედპერსონალის დაინფიცირებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მათ თავად უწევთ კორონავირუსიანი პაციენტებთან კონტაქტი დაცვისა და სამართალდამცავების დახმარების გარეშე.

“პირველი დღიდან კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ყოლია დაინფიცირებული მედპერსონალი არც გამჟღავნებულად და არც დამალულად, რადგან უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა. მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა არ არის მარტო #დარჩისახლში, “მივცეთ თუ არა პლაქვენილი?!”, რაც თქვენ ასე გაინტერესებდათ ხოლმე [ჟურნალისტებს] – ეს არის სხვა ცხოვრების სტილი მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როცა არც სამართალდამცველი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ. ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია რამდენიმე პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო, პაციენტს ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. სამწუხაროდ, რისკების გამო არ გვეკარებოდა არცერთი სამართალდამცავი ორგანო, ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი მედპერსონალი – ერთი ექთანი და ორი სანიტარი, ერთი და იგივე ცვლის დაინფიცირდა”, – განაცხადა სოლოღაშვილმა 9 ივნისს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სოლოღაშვილის განცხადების ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს.

“არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა 26 თებერვალს. ქ-ნი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს, მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა. ვერც კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელმა ლევან გაფრინდაშვილმა გაუწია მათ დახმარება საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მოახერხა შესულიყო კომუნიკაციაში აღნიშნულ პაციენტთან და გადასცა იგი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე რომ, ქალბატონ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს”, – წერს ეზუგბაია 11 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამოდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის.

“ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა”, – თქვა ეზუგბაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42