13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტი და ივანიშვილის კავშირები რუსეთან - ამერიკელი დიპლომატი, კურტ ვოლკერი "ქართული ოცნების" ბრალდებს პასუხობს.
კურტ ვოლკერი მმართველი გუნდის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი კონგრესმენები საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები არიან და ისინი ლობისტების გავლენით არ მოქმედებენ.
"ეს იურიდიული დოკუმენტი ნადმვილად არაა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დოკუმენტი აჩვენებს იმ ხედვას და დამოკიდებულებას, რომელიც კონგრესში რესპუბლიკურ პარტიაში აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ხელმომწერები მნიშნელოვანი ადამიანები არიან. რაც შეეხება ლობისტების როლს, რასაკვირეველია, ამერიკაში ლობისტების დიდი გამოცდილება არსებობს, მაგრამ კონგრესმენები მოქმედებენ თავისი ამომრჩევლის ნების შესაბამისად. ისინი ერიდებიან ინტერესთა კონფლიქტს და არ ჩარევენ თავის საქმეში გარეშე პირებს", - განაცხადა ვოლკერმა.
13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, ეს ჩანაწერი დოკუმენტში ოპოზიციის ლობისტების უშუალო ჩართულობით მოხვდა. მეტიც ზოგიოერთი მათგანი ამბობს, რომ ამ განცხადების გამო მაღალჩინოსნებმა ფული აიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






