ევროკომისარი: საქართველოში განუხორციელებელი რეფორმების გრძელი სიაა
პოლიტიკა - 21:59, 11 Jun, 2020     770

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს განუხორციელებელი რეფორმების გრძელი ნუსხა.

ევროკომისარმა აღნიშნულ საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნებს, რომელთაც მეტი თანამშრომლობა სურთ, ვაძლევთ ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობას, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია – ჩვენ გვსურს ადგილზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. საქართველოში, მე ვფიქრობ, საკმაოდ გრძელი ნუსხაა რეფორმებისა, რომლებიც ჯერ კიდეც განუხორციელებელია. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების გასატარებლად”, – აცხადებს ვარჰეიმი.

ევროკომისრის თქმით, ინტეგრაციის პროცესში საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა საქართველოსთვის რღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციაა.

“რა თქმა უნდა, თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უფრო სწრაფი იმპლემენტაციით, ჩვენ ამის გასაკეთებლად მზად ვართ. ყველა შესაძლებლობაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთის, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები და ჩვენც მზად ვართ, რომ მეტად ვიყოთ ჩართულები”, – დასძენს ევროკომისარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42