"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, განაჩენს საკუთარი თავისთვის წერს.
სამადაშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუა ციხიდან აუცილებლად გამოვა და ეს ან არჩევნებამდე მოხდება, ან 2020 წლის არჩევნების მერე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება.
"დღეს ხელისუფლება, ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავისთვის წერს განაჩენს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, კონგრესში დაიწყო მოძრაობა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყოს სანქციების რეჟიმის განხილვა. ყველა მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც იწერება დღეს ივანიშვილის მითითებით საქართველოს სასამართლოებში, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", - ამბობს სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






