პოლიციამ უკვე გამოკითხა ჩვილის მამ, ახალგაზრდა ქალი კი საავადმყიფოშია გადატვანილი.
მამაკაცი ირწმუნება, რომ მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
„ არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო - ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვიცი, სხვა ბავში არ გვყავს ამის გარდა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდება და საერთოდ აზრზე არ ვიყავი თუ ფეხმძიმედ იყო. რომ ვკითხე იმშობიარე თუ არაო, თავიდან მითხრა, რომ არ მიმშობიარიაო, დაგვიმალა და მერე აღიარა, რომ იმშობიარა, რატომ გააკეთა არ უთქვამს“, - აცხადებს ბავშვის მამა .
მამაკაცის კომენტარს "პალიტრანიუსი" ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






