ყოილი მთავარი პროკურორი, სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას "ივანიშვილის მხრიდან გეგა შენგელიას მძევლად აყვანის ოპოერაციას" უწოდებს.
მისი თქმით, მმართველი ძალა კორუფცუიაში მხილებულ მაღალჩინოსანს აშანტაჟებს, ბოლოს კი სავარაუდოდ დაიჭერს კიდეც.
ზოდელავა შენგელიას წინამორბედის ქეისს იხსენებს და აშკარა ანალოგებზე საუბრობს:
"ანალოგები აშკარად სახეზეა, გვახსოვს 2018 წელს, როგორ დაიჭირეს მაშინდელი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა. მაშინ ეს ხელისუფლების მხრიდან მინიშნება იყო, რომ ყველაფერზე უნდა წასულიყვნენ - არჩევნების გაყალბება, დაშინება თუ სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი მათ დასჯიდა. დღესაც იგივე სცენარს ვხედავ. ეს საქმე გადმოიგზავნა თბილისში და დაიწყო გამოძიება. როგორც ჩანს, გეგა შენგელიას ყველანაირად დააშანტაჟებენ და ბოლოს ალბათ დააპატიმრებენ, რადგან "ქართულ" ოცნებას შანსი არ აქვს არჩევნებზე სადმე მოიგოს"- ამბობს ზოდელავა.
მისი თქმით, ახლად არჩეული მერი წინამორბედის გზას ძალიან მალე დაადგა:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ზუგდიდის ახალი მერი, მისი წინამორბედების ბედს ძალიან მალე დაადგა. სიმართლე გითხრათ, ამას არავინ არ ელოდა, რადგან ეს ადამიანი მაინც ახალი იყო პოლიტიკაში და მოლოდინები არსებობდა, რომ "ოცნების" ოდიოზური სახეების გზას, ასე სწრაფად არ დაადგებოდა. სამწუხაროდ ეს მოხდა და ახლა ივანიშვილი მას დააშანტაჟებს, ისევე როგორც მას სუს-ის გამოძიებით კუთხეში ჰყავდა მიმწყვდეული წინა კორუმპირებული ჩინოვნიკები. შენგელიასთან მიმართებითაც ზუსტად იმავეს აკეთებენ.
არსებობს საფუძველი, როგორც ჩანს, მან დაიწყო საეჭვო მანიპულაციების განხორციელება, რაც მისი მძევლად აყვანის საფუძველი გახდა.
გოგია-გულორდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროსაც წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია. მაშინაც პროკურატურაში დაგროვდა ეს განცხადებები, მაშინაც გადაიგზავნა თბილისში და დაიწყო გამოძიება. ფაქტობრივად, ერთადერთი დაპატიმრებაა დარჩენილი"- უთხრა "ნიუპოსტს" ზოდელავამ.
„ნიუპოსტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, სუსის ანტიკორუფციული სამსახური ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისების საქმეს აქტიურად იძიებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მერიიდან დოკუმენტაცია უკვე წაიღეს. საქმე კი შესაძლოა, საარჩევნოდ შენგელიას ხმაურიანი დაკავებით დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები






