"ჩვენმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა გამოსავალი არ არსებობს"- გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 15:29, 11 Jun, 2020     563
ჩვენმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა გამოსავალი არ არსებობს

"ეს დოკუმენტი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, და შესაბამისად, მთლიანად ქართულ ოცნებას მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში" - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დოკუმენტს, სადაც ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზეა საუბარი.

"რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელსაც „შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან“ ჰქვია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თავის ყველა ასპექტში, საქართველოსთვის კიდევ უფრო საყურადღებოა, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, მთლიანად ქართულ ოცნებას მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში.

ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა ამ დოკუმენტს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ავტორებისა და ამ მოხსენების აღმაშფოთებელი ხრიკებით დაკნინებას.

ვინაიდან სახელმწიფოს არცერთი სტრუქტურა, რომელსაც საგარეო პოლიტიკის გატარება ევალება, თავის ფუნქციებს არ ასრულებს, იძულებულნი ვართ ავუხსნათ ხელისუფლებას და შევატყობინოთ მოქალაქეებს რა მოხდა დღეს:

რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტი შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 147 რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შედგება. კიდევ უფრო მეტი, ამ ყველაზე მძლავრი იდეოლოგიური და ორგანიზაციული გაერთიანების ჯგუფის წევრია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები დიკ ჩეინი და დეინ კუელი, ოთხი რესპუბლიკელი სენატორი - პეტ ტუმი, რიჩარდ ბარი, ჯონ ბუზმანი და როჯერ ვიკერი.

ამ კომიტეტმა დაავალა თავის 13 წევრს ანგარიშის წარდგენა, რომელმაც საქართველოს ხელისულფებას და ოლიგარქს ადგილი პუტინის მოკავშირეებში მიუჩინა.

აუცილებელია, მოკლედ დავასახელოთ ამ ანგარიშის ზოგიერთი მთავარი პუნქტი:

1. რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელება.

2. მეორადი სანქციები იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების მიუხედავად მონაწილეობენ რუსეთის ნავთობისა და გაზის პროექტებში.

3. სანქციები რუსეთი სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ, რომელებიც, მათ შორის, რუსულ რუბლში არის დენომინირებული.

4. ვნეშ ეკონომ ბანკის სასანქციო სიებში შეტანა.

5. სანქციები რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელებისა და აგრეთვე მათ წინააღმდეგ, ვინც აშშ-ს პარტნიორი სახელმწიფოების პოზიციებს უკიდურესად აზიანებს და იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ კრემლთან არიან დაკავშირებული.

6. ამ სიაში პუტინთან, ევტუშენკოვთან და მედვედჩუკთან ერთად ბიძინა ივანიშვილია დასახელებული, როგორც პუტინის უახლოესი მოკავშირე, რომელიც ჩართულია „საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.“

7. გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის მზადყოფნა „საქართველოს მხარდამჭერი კანონის“ მიღების გზით.

ქართული ოცნების უნიჭო და დამანგრეველი მმართველობის შედეგად, საქართველო აღმოჩნდა გზაგასაყარზე - ერთი გზა ევროკავშირში და ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებისკენ, ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებისკენ და დამოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო შექმნისკენ, სადაც უზრუნველყოფილია მოქალაქის კეთილდღეობა და ადამიანის უფლებები;

მეორე გზა იმ უფსკრულისკენ მიდის, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკურ დომინირება ჰქვია და საითაც ქართული ოცნების ხელისუფლება უკვე 8 წელია საქართველოს მიაქანებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება ძალა ერთობაშია იანვრიდან აფრთხილებდა ხელისუფლებას შეერთებული შტატების უმკაცრეს ენაზე გადასვლის გარდაუვალობაზე და ეს მოხსენება, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება კანონპროექტებში აისახოს, მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულებაა ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გაისტუმრონ ისტორიის სანაგვეზე"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42