"დაბალი რანგის დოკუმენტებში ჩაწერილი ლობისტების ფრაზები"- "ოცნების" ლიდერები ამერიკელ კონგრესმენებს მოსყიდულებს უწოდებენ
პოლიტიკა - 13:54, 11 Jun, 2020     560
საპარლამენტო უმრავლესობისერტ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.

იგი აცხადებს, რომ "ოცნება" არ იყენებს მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა".

კობახიძე აცხადებს, რომ ეს არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი“.

„ასეთი ფრაზები, თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში, არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ მოიპოვეს ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს. თქვენ გახსოვთ, იყო სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს. ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები. თუმცა, მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში, რომელმაც დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც დღესაა. ეს ყველაფერს ნათელს ჰფენს. დანარჩენი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს შეიტანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ არ ვიყენებთ მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა" მათ შორის ქვეყნის გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ჯერ ცხრა წლის განმავლობაში და შემდეგ მომდევნო წლების განმავლობაში. საქმე ძალიან მარტივად არის. რაც შეეხება ჩვენი მუშაობის შედეგებს, ეს ძალიან კარგად ჩანს ოფიციალურ დოკუმენტებში და განცხადებებში, რომელსაც დასავლური ინსტიტიტები ავრცელებენ. ეს განცხადებები, თითოეული მათგანი არის ქართული ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული იცნების" მხარდამჭერი“, - განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42