იუსტიციის მინისტრი კონგრესმენების მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის მთავარ მოკავშირედაა მოხსენიებული.
წულუკიანი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მარცხისთვის არის განწირული და ცდილობს ლობისტების საშუალებით, დაუბრუნდეს 2012 წლის რიტორიკას. მისი განმარტებით, მსგავს რიტორიკას ნაციონალური მოძრაობის ლობისტები ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდეც ავრცელებდნენ.
"უცნაურია, რომ ეს კვლევა თქვენ რომ ნახეთ, სააკაშვილს უკვე ნანახი და Facebook-ზე დადებული ჰქონდა. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი კვლევები და ანაგარიშები ბრჭყალებში, სადაც ეწერა, რომ ოცნება არის პუტინის აგენტი, რომ ივანიშვილი იმისთვის, რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს.
ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ ქვეყნის შიგნით, რესურსი პრაქტიკულად მათ ამოწურეს და განწირული არიან დამარცხებისთვის", - ამბობს წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი.
"ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი.
შესაბამისად თუ ოპოზიციისთვისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო", - ამბობს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






