აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალელების მასობრივი შემოწმებები შეაჩერა
საზოგადოება - 12:15, 12 Nov, 2013     1152

გალის რაიონში აფხაზური პასპორტების შემოწმება დე ფაქტო ხელისუფლებამ შეაჩერა. უფრო მეტიც, ადგილობრივ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ის დათხოვილი ბავშვები აღადგინეს, რომლებიც მანამდე იმის გამო გარიცხეს, რომ მათი დაბადების მოწმობა საქართველოს კონტროლირებად ნაწილში იყო გაცემული. - ამის სესახებ დღევანდელ ნომერში გაზეთი "რეზონანსი" წერს.

„აფხაზური პასპორტების შემოწმება დროებით არის შეჩერებული, რადგან დიდი განგაში მოყვა ამ თემას. განხეთქილებაა თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რადგან ამ საკითხზე (მათ შორის) არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა“, - უთხრა „რეზონანსს“ გალის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. გალის რაიონში აფხაზური პასპორტების შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რასაც წინ აფხაზური პასპორტიზაციის შეწყვეტა უსწრებდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ძალოვნები „ყალბი პასპორტების“ ამოღებას აპირებდნენ. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ ვინ არის გალის მუდმივი მცხოვრები, რადგან, როგორც გალელებმა ამბობენ, აფხაზური პასპორტის აღება ზოგიერთმა ზუგდიდელმა და თბილისელმაც მოახერხა.

სულ 25 ათასი აფხაზური პასპორტია გაცემული. აფხაზურ პასპორტებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში მუშაობის სავალდებულო პირობაა, უმოწმებდნენ გალში არსებულ ყველა ორგანიზაცია-დაწესებულებაში მომუშავე ქართველებს. აფხაზური პასპორტების შემოწმება ახლახან შეჩერდა.

ეს უკანასკნელი სეპარატისტული ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. როგორც ჩანს, გალელების მიმართ მკაცრი და შედარებით „რბილი“ მიდგომის მომხრეთა შორის დაპირისპირებაში, „ზომიერებმა“ გაიმარჯვეს, რასაც დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების მდივნის სატანისლავ ლაკობას თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა, რომელიც გალელ ქართველებზე აფხაზური პასპორტების გაცემის მოწინააღმდეგე იყო. შეგახსენებთ, რომ „პრეზიდენტმა“ ალექსანდრე ანქვაბმა ლაკობას შემცვლელად ნუგზარ აშუბა დანიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42