პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სიაში ვინ პირველი იქნება და ვინ ბოლო, მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან წინიდანაც და უკნიდანაც ეს სია ერთნაირია.
მისივე შეფასებით, სიას ერთი პატრონი ყავს, ბიძინა ივანიშვილი და ის გადაწყვეტს, ანბანის მიხედვით დაალაგოს, თუ მონობის მიხედვით.
ჭიჭინაძე თვლის, რომ „ოცნებას“ საზოგადოებისთვის ახალი სახეების შემოთავაზება ძალიან გაუჭირება.
„ ქართულ ოცნებაში“ აღარც პოლიტიკური ფიგურა დარჩა და არც საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თან მათი ენა ამომრჩევლისთვის კი არაა განკუთვნილი, ეს ივანიშვილის ყურების მაამებელი განცხადებებია.
და მეორე, „ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველა დაპირებაზე უარი თქვა და ამომრჩევლები არაერთხელ გადააგდო. ამიტომ ვფიქრობ, მათ ძალიან გაუჭირდებათ ახალი, წონიანი სახეების მოძებნა და ისევ იმ მინისტრებში და დეპუტატებში იტრიალებენ, ვისაც ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან გადასული.
რაც შეეხებათ გახარიას და ბახტაძის სიის სავარაუდო წევრობას, მათ პრემიერობის რაიმე განსაკუთრებული კურსები თუ გაიარეს და არ ვიცით, ესეც გაგვიმხილონ, გვეცოდინება მაინც.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






