პროექტი „მედიის თავისუფლების მონიტორინგი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში“ ხორციელდება ,,ინტერნიუს - უკრაინის“ ინიციატივით, პროექტის პარტნიორი საქართველოს მხრიდან ასოციაცია „მწვანე ტალღაა“. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში ( უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი) 2 წლის განმავლობაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების ხარისხის კვლევა ყოველ 3 თვეში ერთხელ ასოციაცია ,,მწვანე ტალღა“ პროექტის პარტნიორი საქართველოს მხრიდან.
კვლევა ზომავს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების დონეს - მედიისა და ჟურნალისტების შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებები და თავისუფლებები ხელისუფლების და სხვა ძალისმიერი ცენტრების კონტროლისა და ზეწოლის გარეშე.
კვლევა ხორციელდება ერთი მეთოდოლოგიით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში. კვლევაში სხვადასახვა ქვეყნიდან მონაწილეობს 10-10 ექსპერტი: მედიის საქმიანობაში ჩართული პრაქტიკოსები - ჟურნალისტები და მედიამენეჯერები, მედიის საქმიანობის დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მკვლევარები. საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის მიხედვით და მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე თითოეული მკვლევარი დეტალურად აფასებს მედიის თავისუფლების ხარისხს.
პროექტის ფარგლებში შექმნილია ვებ-გვერდი http://mediafreedomwatch.org სადაც თავმოყრილია ყოველდღიური ინფორმაცია პროექტში მონაწილე ყველა ქვეყნის მედიასფეროში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ვებ-გვერდზე ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც ადგილობრივი მედიაგამოცემების მიერ მომზადებული მასალები, (თარგმანი ინგლისურ და რუსულ ენებზე), ისე თავად პროექტის ფარგლებში შექმნილი ავთენტური საინფორმაციო და ანალიტიკური სტატიები და ინტერვიუები.
პროექტი „მედიის თავისუფლების მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ,,ინტერნიუს-უკრაინის“ მიერ, ერევნის პრეს კლუბის(სომხეთი), ჟურნალისტთა კავშირის(აზერბაიჯანი), ასოციაცია „მწვანე ტალღის“ (საქართველო) დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრისა (მოლდოვა) და ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის (ბელარუსი) მონაწილეობით.
მასალის გამოყენების პირობები






