რუსეთის არმია უბრალოდ უნდა გავიდეს საქართველოდან და უკრაიონიდა, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში სტიუარტ გილმორმა ჟურნალისტ იგორ კუტეპოვის პროექტ "სასაზღვრო ZONA"-ში ინტერვიუს დროს.
"ისინი (აფხაზეთი და სამაჩაბლო) იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში, სანამ იქ რუსეთის არმია არ შეიჭრა და სიტუაციაზე კონტროლი არ დაამყარა, სეპარატისტების მხარდაჭერის სახით. ყველაფეროი მარტივია - რუსეთის არმია იქიდან უნდა გავიდეს. მხოლოდ ემდეგ შეიძლება განხილულ იქნას ქვეყნის მომავლის რეალური არჩევანი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. საქართველო ისწრაფის იყოს ერთიანი ქვეყანა, სადაც ყველას პატიოსნად და ერთნაირად ეპყრობიან, ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვებნ ვუჭერთ მხარს," - განაცხადა ელჩმა.
გილმორი აღნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცები იმიტომ არიან საქართველოს ტერიტორიაზე, რომ მას თავისუფალი არჩევანის საშუალება არ მისცეს.
"ადრე თუ გვიან მათ გასვლა მოუწევთ, საქართველოს სურს იყოს სუვერებული ქვეყანა და თავად აირჩიოს მომავალი," - აცხადებს გილმორი.
რაც შეეხება უკრაინას, მის შესახებაც გილმორმა ანალოგიური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მის შინაურ საქმეებში ჩარევა და საშუალება მისცეს ქვეყანას საყველთაო ერთიანობის მიღწევაში, რაც ასევე ეხება ყირიმის ნახევარკუნძულსაცმ რომელიც უკრაინის შემადგენელი ნაწილია
მასალის გამოყენების პირობები






