"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პირადი ავტომობილი დაათვალიერეს დღეს სასამართლო პროცესზე.
ბრალდების მხარის მტკიცებით, რურუას დაკავების დროს სწორედ ამ ავტომობილიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა იარაღი დოკუმენტურად გაუფორმეს გიორგი რურუას, ხოლო მაყუჩი ავტომობილში ჩადეს.
"ავტომობილს რაც შეეხება, აქ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია, იმიტომ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუასთვის პირდაპირი გაგებით არ ჩაუდიათ და მერე არ ამოუღიათ, უბრალოდ, დოკუმენტურად გაუფორმეს. რაც შეეხება მაყუჩს, რომელიც ამოღებული იქნა ავტომობილიდან, ის ჩადეს ფიზიკურად პოლიციის თანამშრომლებმა და ეს დადასტურდა თუნდაც იმით, რომ ვაკის სასაფლაოდან დიღმის პოლიციის შენობამდე სწორედ პოლიციელებმა წამოიყვანეს ავტომობილი, ანუ მათ ჰქონდათ მფლობელობა ამ ავტომობილზე და ჩადეს ეს ნივთი", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






