ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო პარტნიორების მხრიდან 8 მარტის შეთანხების დაცვაზე ყურადღების გამახვილება, პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ შეთანხემის შესრულებაზე იქნება მეტწილად წინასაარჩევნო პროცესების ლეგიტიმურობის აღიარება დამოკიდებული.
„ჩვენი საგარეო პარტნიორები უვკე დიპლომატიური ენითაც აღარ საუბრობენ. ისინი პირდაპირ ითხოვენ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან, რომ შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება. რაც თავისთავად გულისხმობს კონსტიტუციური შეთანხმების მიღებას, გიორგი რურუას გათავისუფლებას და პოლიტიკური საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას,
ამაზე იქნება დამოკიდებული მთელი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობა და ის შეფასებები რომელიც ამ პროცესს დაუკავშირდება.“- აცხადებს ბეჟაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






