შენარჩუნდება თუ არა მეტროს მუუშაობა 23-საათამდე - თბილისის მერიაში ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
მერიის ცნობით, სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ითხოვს სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევას დაახლოებით 3,5 თვით (ოქტომბრის შუა რიცხვებამდე) და მეტროს მუშაობის 1 საათით შემცირებული გრაფიკის შენარჩუნებას კიდევ 3 თვით (1 ოქტომბრამდე). უწყების ცნობით ამ თემაზე მერიაში იმსჯელებენ და ინფორმაციას უახლოედ დღეებში გაავრცელებენ.
მეტროს გვირაბების რეაბილიტაციის პროექტის დასრულება დაგეგმილი იყო 19 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ როგორც მერია იუწყება, კორონავირუსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შეაფერხეს ამ პროექტის განხორციელებაც.
შეგახსენებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი დაფინანსების (15,4 მლნ აშშ დოლარი) ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






