127 მილიონით შემცირებული დაფინანსება სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს - "მთავრობა პრემია-დანამატებზე უარს არ ამბობს, განათლების სისტემას კი ფულს ართმევს"
პოლიტიკა - 11:17, 10 Jun, 2020     649
„განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება, თუმცა აქ არაა ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე საუბარი, მცირდება დაფინანსება სკოლებისთვის, უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ -აღნიშნულის შესახებ დღეს გამარტულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმა შაშკინმა ისაუბრა.

„მაისში, საქართველოს მთავრობა გვიყვებოდა, რომ მოიზიდეს, 1,2,3 მილიარდი. ამაზე საუბრობდნენ ისეთი გონორით და დამაჯერებლობით, რომ ივნისში გარკვეული სიმართლე, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა.

სიმართლე არის შემდეგი - საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სეკვესტრი იწყება და პირველი განათლების სამინისტროს მიადგნენ, მისი ბიუჯეტი 127 მილიონით მცირდება. ეს არის 27 ახალი სკოლა, ესაა ყველა სტუდენტის მე2 სემესტრის სწავლის გადასახადის დაფარვა და ამისთვის აღნიშნული თანხის 1/3 ია საჭირო. ესაა 2 000 ლარიანი ბონუსი ყველა მასწავლებლისთვის. ესაა ყველა სკოლისთვის საპფარეშოების რემონტი. მოგეხსენებათ რომ პანდემიის პირობებში ჰიგიენის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

127 მილიონს ართმევენ განათლების სამინისტროს, თუმცა კიდევ უფრო უარესი ნაწილიც არის ის, თუ როგორაა ეს თანხები ჩაშლილი. არცერთი თეთრით არ მცირდება სამინსიტროს ბიუროკრატიული ხარჯები, არც ხელფასები, არც პრემიები, საწვავი და ახალი ავეჯის თანხები. 17 მილიონს ართმევენ სკოლის რემონტებს, 20 მილიონს სკოლებს, 5 მილიონს პროფგანათლებას, ყველა ოლიმპიადა გაუქმბულია, მათ შორის სასკოლო, რომელიც ძლიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვების კონკრუენციისთვის სამომავლოდ. შეამცირეს ინფრასტრუქტურის ხარჯები, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს განათლების სისტემას.

ამასთან, 50 მილიონს ართმევენ სპორტსმენებს. ეს არ იქნება ფული, რომელსაც ფედერაციის ხელმძღვანელები ითვისებენ. ეს იქნება ფული, რომელიც სპორტსმენებს სჭირდებათ ვარჯიშისთვის, რომ არ დაკარგონ ფორმა და საქართველოს სახელით იასპარეზონ.

ამას აკეთებს მთავრობა, რომლისთვისაც განათლება პრიორიტეტული არ არის. ეს არის ჩვენი უბედურება და როდესაც ორი დღის წინ, როდესაც ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც შიგნიდან ხედავდა ამ ყველაფერს, მოჰყვა, რა სქემებით იმართება ქვეყანა, ეს 127 მილოიონი არის შედეგი, რომელიც ხალხის ჯიბიდან ამოიღეს

ესაა ის მძიმე რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ერთის მხრივ ტყუილი მილიარდებზე და მეორეს მხრივ ეკონომიკის ყოფილი მინიტრის მხრიდან იმაზე საუბარი, თუ როგორ იმართება ქვეყანა, ვის რამდენი ატკატი მიაქვს.“ - განაცხადა შაშკინმა.

127 მილიონით შემცირებული დაფინანსება სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს - "მთავრობა პრემია-დანამატებზე უარს არ ამბობს, განათლების სისტემას კი ფულს ართმევს"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42