პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი წუწუნი ესმის ვაიმე, ტურისტი აღარ არისო.
მისი თქმით, ადამიანი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს სურვილი, ღირსება, საქმე გააკეთოს.
„მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად, გიორგისთან ერთად რომ გავიარეთ, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება, ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები.
ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ის ქენით. რეალურად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგფი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






