კოვიდპადემიასთან ბრძოლის დროს დაუფასებელი შრომა - თავგანწირვის დაფასების ნაცვლად ექთნებს მხოლოდ თეთრები გადაუხადეს.
საქართველოში ბევრი კლინიკის თანამშრომელს წლებია კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია და ეს მხოლოდ პანდემიის დროს მათ მუშაობას არ უკავშირდება.
ექიმი რეანიმატოლოგი ნინო ქავთარაძე ცხადებს, რომ ხელფასს ხშირად უგვიანებე, მაისი თვქში კი გამუცხადეს, რომ 30% დააკლდებათ.
"ხელფასებს აქა-იქ გვაძლევენ, ოქტომბრის ხელფასი სამად გაყვეს, ნოემბრის ორად, მერე მაისში გამოგვიცხადეს, რომ 30% დაგაკლდებათო" - აცხადებს ექიმი.
წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისიტროს კლინიკებისთვის 350 მილიონამდე ლარი გადასახდელი აქვს, მაგრამ 560-ე დადგენილებამ მედპერსონალი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ცვლილებებს დაფინანსების შემცირება მოჰყავა, ახლა კი ამ ფაქტს პანდემიის კრიზისიც დაემატა.
ექიმების, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემას კარგად იცნობენ პროფკავშირების წარმოამდგენლები.
ექიმების არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, გაუგებარია როგორ დახარჯავს ხელისუფლება კოვიდ 19-ის ბრძოლისთვის დაგროვილ მილიონებს, მაშინ როდესაც ცნობილი ისიც არ არის რა თანხა იხარჯება საშუალო სიმძიმის პაციენტის სამკურნალოდ და შესაბამისად რამდენია კოვიდ მიმღები კლინიკების დაფინანსება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა დაუშვებელია იმ ადამიანებს დაუგვიანო ხელფასი, რომლებიც ინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ.
"ეს არის სისტენური პრობლემაა. ასეთივე პრობლემაა ყველგან. როცა ხელისუფლება ამაყობს, რომ 5მილიარდი მოიზიდა დახმარებებით, მაგრამ ეს ვალია და უნდა გავისტუმროთ....ხელისუფლება ამ თანხას არაპრიორიტეტულად ხარჯავს. ხელისუფლება პირველ რიგში იმ ადამიანებს უნდა დაეხმაროს ვის თავზეც ვირუსმა გადაიარა" - აცხადებს გოცირიძე.
ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულ ფაქტს შემაძრწუნებელს უწოდებს. იგი ამბობს, რომ ეს პრობლემები მანამ იარსებებს, სანამ ასეთი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა იქნება.
"შემაძრწუნებელია ის ფაქტიც, რომ საავადმყოფო, რომელიც ინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზეა ასეთ მწირ დაფინანსებას იღებს და ასეთ ხელფასს უხდის თანამშრომლებს. თვითონ საყოველთაო ჯანდაცვაა ისე აგებული, რომ ეს დაგვიანება საყოველთაო ჯანდაცვის სტრუქტურითაა განპირობებული. სანამ ასეთი დაფინანსების სტრუქტურა არსებობს, ასეთი დავალიანებები პერმანენტული იქნება" - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და ექთნების საჯაროდ გამოთქმული პროტესტი საფუძვლიანია, რადგან კარგად გამოხატავას იმ სისტემურ ხარვეზებს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს.
"სმედიცინო პერსონალი: ექიმები ექთნები და ტექნიკური პერსონალი, ასეთ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ ამ პირობებში ყოვლად დაუშვებელია თუნდაც ერთი დღით დაუგვიანო ხელფასი" - აცხადებს ჯანდაცვის, პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.
კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად სტოპ კოვიდის ფონდში 133 მილიონ 593 ათასი ლარი უკვე ირიცხება, მაგრამ ჯერ კიდევ აუხსნელია, რატომ არ უხდიან შესაბამის გასამრჯელოს ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს.
მასალის გამოყენების პირობები






