"ოცნებას“ არჩევნების გაყალბებას სტრატეგიული პარტნიორები არ აპატიებენ - უმმკაცრესი გზავნილი აშშ-დან
პოლიტიკა - 22:47, 09 Jun, 2020     678

"ოცნებას“ არჩევნების გაყალბებას საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ - აშშ-ის ელჩის პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამერიკიდან ხელისუფლებამ მკაცრი გზავნილი მიიღო. მათი ქმით ეს შეხვედრა იყო განსაკუთრებული, რადგანაც შხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა თქვა, რომ ახლა ამომრჩევლის მოსყიდვ და დაშინება არ გამოვა, ამაზე კი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პროკურატურამ.


ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არადიპლომატიური ენით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩის განაცხადი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა, რომ ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ საერთოდ არ არსებობს და 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ამომრჩევლების დაშინება „ოცნებამ“ აღარ უნდა გაბედოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაზე აღნიშნავს, რომ ამ შეხევდრით ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ საქართველოს პირდაპირ მიუთითა, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭირვალედ უნდა ჩატარდეს.

„ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნებისადმი ნდობა ნოლია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი მთავარ პროკურორთან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მათ პირდაპირ დაეკისრათ ვალდებულება, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები დასავლური სტანდარტებით, პატიონსად და გამჭირვალედ ჩატარდეს, რადგან ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს"- განაცხადა ვაშაძემ.

დიპლომატიური ენით კელი დეგნანმა ირაკლი შოთაძესთან პირველი შეხვედრის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2020 წლის არჩევნების იყო. მისივე თქმით, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრებზე პასუხისმგებლობა სწორედ გენერალურ პროკურორს ეკისრება.

"ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის როლზე მოახლოვებულ არჩევნებში , მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვისა და ამომრჩევლის დაშინებაზე საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ" - განაცხადა კელი დეგნანმა, შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან გენერალურ პროკურორს რვა მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას აუცილებლად შეახსენებდნენ.

უმრავლესობამ კი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორს ელჩის გზავნილები სულ სხვაგვარად გაიგო. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველთვის იმართება და წინასაარჩევნოდ ეს აუდიენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის არ არის.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პროკურატურაში გუშინ დღის მეორე ნახევარში მივიდა. არჩევნებთან ერთად, მსჯელობის მთავარ თემას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამართლებრივი და ექსტრადირების საკითხებზე თანამშრომლობა წარმოადგენდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42