ორი ადამიანი დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ჭინჭარაულს ბრალი დაუმძიმდა -"ოცნების" დეპუტატს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამართალი - 20:07, 09 Jun, 2020     1274

დედოფლისწყაროში ორი ადამიანი დაჭრაში ბრალდებულ "ქართული ოცნების" დეპუტატს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გიორგი ჭინჭარაულის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიემებელ გარემოებებში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს შს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში გ.ჭ.-ს მისივე თანასოფლელებთან, ძმებთან გ.ჭ.-სთან და მ.ჭ-სთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ გ.ჭ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მოგვიანებით მომხდარის შედეგად განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს დაუწყო ძებნა, რის შემდეგაც მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ.ჭ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს გულმკერდის და მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ მიმართა სასამართლოს გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42