კობალაძე: 2008 წლის აგვისტოს ფუძემდებლებმა ტერიტორიების გადაბარება ლამაზად შეფუთეს
საზოგადოება - 10:34, 12 Nov, 2013     2919

გენერალი კობა კობალაძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში თბილისის დაცვის შესახებ პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანება უაზრო იყო მაშინ, როცა არ არსებობდა სამაჩაბლოდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა.

„ვერსიასთან“ საუბარში კობა კობალაძე მიზანშეუწონლად მიიჩნევს რუსთაველის გამზირზე „ტაშფანდურის გამართვას“, მაშინ როცა ცხინვალთან ომი იყო:

„...ვინმემ იგრძნო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი 21-ე საუკუნის საქართველოსთვის დიდი ტრაგედია იყო? რით იგრძნო - რუსთაველის გამზირზე ტაშფანდურის გამართვით? მე, როგორც რიგითი ქართველი, დარწმუნებული ვარ - 2008 წლის აგვისტოს ფუძემდებლებმა ტერიტორიების გადაბარება ლამაზად შეფუთეს, რადგან ბრძოლისას, სახელმწიფოს წინააღმდეგობა აგრესორის მიმართ ვერ დავინახე, გარკვეული გმირული ეპიზოდების გარდა...

რა გააკეთა ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა და სარდლობამ? - როდესაც იქ ჯერ კიდევ ბრძოლები მიმდინარეობდა, აქ ტაშფანდური და კონცერტები გამართა! კოდორის ხეობის, სამაჩაბლოს გმირი მოსახლეობაც უუნარო გახადეს და ამას დაუმატეს ახალი ადმინისტრაციული ერთეულები _ ახალგორის რაიონი და ზემო აფხაზეთი... ნელ-ნელა, ეს ყველაფერი დავალაგეთ ხონჩაზე და გადავეცით, ეს პროცესი კი ყვირილით იყო აკომპანირებული თუ ტირილით, სხვა საკითხია.

მთავარია შედეგი _ ცივი გონებით თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ ყველაფრის ლოგიკური დასასრული, ამ ეტაპზე, სამათხოვროდ გაწვდილი ხელით მდგარი ქვეყანა იყო! ...ამბობენ, მთელი პირადი შემადგენლობა შემოარტყა გარშემო თბილისს მთავარსარდალმა, რათა დედაქალაქი დაეცვაო...

ვის რაში სჭირდებოდა თბილისის აღება, ძალიან მაინტერესებს! რატომ უნდა ჰქონოდა ქვედანაყოფებს პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვის განკარგულება, როცა უპირველესად, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები უნდა დაეცალათ და ევაკუაცია მართვის ობიექტებიდან უნდა განხორციელებულიყო.

როცა თბილისის დაცვაზე ვსაუბრობთ, მე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა თბილისელმა, რატომ არ ვიცოდი, საჭიროების შემთხვევაში სად მივსულიყავი და რა გამეკეთებინა? ასე იყო მოსახლეობის 99%. თუმცა, რაზე ვსაუბრობთ, როცა სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო გეგმებიც კი არ არსებობდა!..“, - ამბობს ვერსიასთან ინტერვიუში კობა კობალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42