„ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნებისადმი ნდობა ნოლია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი მთავარ პროკურორთან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მათ პირდაპირ დაეკისრათ ვალდებულება, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები დასავლური სტანდარტებით, პატიონსად და გამჭირვალედ ჩატარდეს, რადგან ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს"- განაცხადა ვაშაძემ.
ვისაუბრეთ ამომრჩეველთა მოსყიდვის და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, 2020 წლის შენიდგომის, საპარლამენტო არჩევნები უმნიშნელოვანესია და აუცილებელია რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






