საქართველოს პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება, ბიუჯეტის დანაკლისი საშემოსავლო ნაწილიში კი 1.8. მილიარდი ლარი იქნება.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონთან შეთანხმებულია.
მთავრობაში ამბობენ, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაზეა მორგებული.
"ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას მინუს 4 %, საშემოსავლო ნაწილში ჩენ გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტშ შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი აი, ამ პარამეტრებით საპროგნოზო იქნება დაახლოებით იქნება 8. 5 %.
როდესაც ჩვენ ოპონენტები გვსაყვედურობენ, მაგალითად, რაღაცა პოპულისტური ციფრების დაძახებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა თითეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში და შემოსავალზე", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






