დღესასწაულები:
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- დავით თესალონიკელი
- იოანე გუთელი
აგრეთვე:
არგენტინა : დამოუკიდებლობის დღე.
პალაუ : კონსტიტუციის დღე.
ჩილე : სახელმწიფო დროშის დღე.
მნიშვნელოვანი მოვლენები:
455 : რომაელი სამხედრო მეთაური ავიტუსი დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.
1357 : საღვთო რომის იმპერატორი კარლ IV საფუძველს უყრის კარლის ხიდს პრაღაში.
1762 : იძულებით გადაყენებულ პეტრე III-ს რუსეთის მეფის ტახტზე ცვლის მისი მეუღლე ეკატერინე II.
1900 : დედოფალი ვიქტორია ხელს აწერს ავსტრალიის თანამეგობრობის შექმნის აქტს, რომელმაც კონტინენტის ყველა ცალკეული კოლონია ფედერალური მმართველობის ქვეშ გააერთიანა.
1955 : ლონდონში ბერტრან რასელმა გამოაქვეყნა „რასელ-აინშტაინის მანიფესტი“ ბირთვული იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ.
2002 : ადის-აბებაში (ეთიოპია) აფრიკის კავშირი ჩამოყალიბდა.
2006 : იტალიის ნაკრები ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასის მფლობელი ხდება (ოთხგზის).
2008 : ირანმა 2100 კმ დისტანციის რადიუსში მოქმედების რაკეტის შაჰაბ-3 გამოცდა მოაწყო ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო გამწვავებული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე.
2014 : ჯოკო ვიდოდო ინდონეზიის პრეზიდენტად აირჩიეს.
2018 : ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა და ერიტრეის პრეზიდენტმა ისაიას აფევერკმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სასაზღვრო კონფლიქტის დასრულების შესახებ.
ამ დღეს დაბადებულნი:
1858 : ბოაზი, ფრანც — ამერიკელი ანთროპოლოგი
1929 : ჰასან II — მაროკოს მეფე
1932 : რამსფელდი, დონალდ — აშშ-ს თავდაცვის მინისტრი
1956 : ჰენქსი, ტომ — ამერიკელი მსახიობი
1975 : უაიტი, ჯეკ — ამერიკელი მუსიკოსი
ამ დღეს გარდაცვლილნი:
1850 : ტეილორი, ზაქარი — აშშ-ს მე-12 პრეზიდენტი (დ.1784)
1856 : ავოგადრო, ამედეო — იტალიელი მეცნიერი (დ.1776)
1946 : რამა VIII (ანანდა მაჰიდოლ) — ტაილანდის მეფე (დ.1925)
მასალის გამოყენების პირობები






