ვინც ოპოზიციური ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში ან არ სურს - ნიკა მალია
პოლიტიკა - 09:22, 09 Jun, 2020     504

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მალია ამბობს, რომ "ვინც ოპოზიციური ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში ან უბრალოდ არ სურს დანახვა":


"ჩემ მიერ გახმოვანებული ენმ-ის გადაწყვეტილება თბილისის მაჟორიტარული ოლქების დათმობის თაობაზე, ზოგიერთისთვის მოულოდნელი იყო.

თბილისში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ კონტექსტში, ივანიშვილის ოცნების დასამარცხებლად უკიდურესად აუცილებელია ოპოზიციური ერთობა და ის, რომ ეს ერთობა, რაც შეიძლება მეტ პარტიას მოიცავდეს და სრულად ფარავდეს არსებულ ოპოზიციურ სპექტრს.

მერწმუნეთ, გაცილებით იოლია მაჟორიტარული ოლქები გადაინაწილო ევროპულ საქართველოსთან და ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად, ვიდრე კონსენსუს მიაღწიო ყველა პოლიტიკურ აქტორთან, მაგრამ თბილისში, სწორედ ამ ფართომასშტაბიან ერთობას შესწევს ძალა დაამარცხოს ოლიგარქი პირველივე ტურში.

ვინც ამ ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, ან საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში, ან უბრალოდ არ სურს დანახვა.

ოპოზიციური სპექტრისთვის 6 მაჟორიტარული ოლქის დათმობა ქმნის იმის შესაძლებლობას რომ დედაქალაქში სრულად იყოს წარმოდგენილი არსებული პოლიტიკური სპექტრის ინტერესები და მეორეს მხრივ, ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება.

ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, გულშემატკივარი წუხს იმაზე რომ თუ რომელიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ენმ-ის, ან ენმ-ის ბლოკის წარმომადგენელი არ იქნება დასახელებული, ეს გამოიწვევს პარტიის ხმების დაკარგვას პროპორციულ არჩევნებში.

მინდა გავნმარტო, თუ შტაბი კარგად მუშაობს - არანაირად არაა პარტიული ხმები მიბმული მაჟორიტარულზე და პირიქით. გადავხედოთ წინა არჩევნების შედეგებს და დავრწმუნდებით. ბევრ მაჟორიტარს, პარტიაზე ნაკლები ხმა აქვს აღებული.

გარდა ამისა, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად პირადად ვაგებ პასუხს თბილისურ კამპანიაზე, ყველგან სადაც მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული იქნება, ან არ იქნება ჩვენი ბლოკის წარმომადგენელი.

გამარჯვებისთვის ხშირად მოულოდნელი ნაბიჯებია საჭირო და ყოველთვის - პასუხისმგებლობის აღება! თუ პოლიტიკოსს ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, სხვების ტყვეობაში კი არ უნდა იყო, პირიქით სხვები უნდა დაარწმუნო შენი პოზიციის სისწორეში.

არასოდეს მიბრძოლია ფრონტის მეორე, მესამე ხაზზე, არასოდეს ამოვფარებივარ აქტივისტებს და არც პასუხისმგებლობას გავქცევივარ და თუკი დღეს, ჩემ მიერ ერთობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი არ მოსწონს ზოგს, არაუშავს, ცოტა გვიან მიხვდებიან რომ სწორად მოვიქეცით. ეს გვიან არც ისე გვიან იქნება - სულ რამოდენიმე თვეში.

ვინც არ ნებდება, ის იმარჯვებს!"- აცხადებს მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42