ე.წ. სქემისტები მმართველ რგოლში, მიკერძოებული გარიგებები, კორიმპირებული მოსამართლეები და დემორალიზებული მმართველობა... ივანიშვილმა სიტუაცია არ გამოასწორა - ქობულიას სკანდალური განცხადება
პოლიტიკა - 16:01, 08 Jun, 2020     1008
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია დუმილს არღვევს და იმ პრობლემებზე ღიად საუბრობს, რომელიც მმართველობის სისტემაშია.

მისი თქმით, ქვეყნის მმართველობის სისტემაში 4 ძირითადი პრობლემაა:
"დაბალკვალიფიციური და დემოტივირებული სახელმწიფო მანქანა, ჩამოშლილი პრემიერის ვერტიკალი, რაც სერიოზული ამოცანების შესრულებაში ხელს გვიშლის. მეორე პრობლემაა მიკერძოებული გარიგებები სახელმწიფო სტრუქტურებში. ე.წ. სქემები. მესამე პრობლემაა რეპუტაციულად მძიმედ დაზიანებული სასამართლო სისტემა, რომელიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. მეოთხე პრობლემაა აბსოლუტურად ჩამოშლილი საგარეო პოლიტიკა. როგორც დასავლეთის ასევე რუსეთის მიმართებით"- აცხადებს ქობულია.


მისი თქმით, ძალიან ბევრ ორგანიზაციაში "არაკვალიფიციური, პარტაქტივია დასაქმებული".


"როცა ეკონომიკის მინისტრი გავხდი, მთელი რიგი სამეები იყო, რომელიც ჩაწყობილი იყო... როცა ეს საქმეები გამოვითხოვე, თანამშომლებმა მითხრეს, რომ ამის გაკეთებას არ მირჩევდნენ - თქვენამდე ამას არავინ მოაწერა ხელი და თქვენ რატომ აკეთებთო. დღევანდელი მართვის სისტემაში ინიციატივა დასჯადია» მათი მრწამსი ასეთია, უ გაქვს ინიციატივა ანუ კორუფციაში ხარ გახვეული"- თქვა ყოფილმა მინისტრმა.

ქობულია კიდევ ერთ საიდუმლოს ამხელს და აღნიშნავს, რომ მთავარიო პრობლემა ე.წ. სქემისტების არსებობაა.

"სქემისტები არიან ყველა სფეროში, ეს ეხება სახელმწიფო ვექტორს რა თქმა უნდა. ეს ეხება რკინიგზას, ელექტროსუსტემას, წიაღს, პორივატიზაციას და სხვა. სქემისტები არიან დიდ ზიანს აყენებენ სახელმწიფო მართვის სისტემას. გარდა იმისა, რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ხალხის ფული მიაქვს აქ არის ორი ძალიან სერიოზული ფაქტორი - ეს ხალხი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პროგრესულ რეფორმას და მეორე ხალხი რომელიც სახელმწიფო სტრუქტუირაში მუშაობს, დემოტივირებულები ხდებიან, არ უნდათ რამე კარგი გააკეთონ. ეს ყოველივე კი აისახება ჩვენზე - ხდება ფულის არასწორად ათვისება, რეფირმების წინააღმდეგობა, დემორალიზება"- დასძინა ყოფილმა მინისტრმა. "დღის სტუმარში"


მისი თქმით, ვინ დგას ე.წ. სქემისტების უკან ყველამ ყველაფერი იცის.

ე.წ. სქემისტებზე საუბრისას ქობულიამ თქვა, რომ "თვითონ პარკინსონულ ივანიშვილს არ სჭირდება ეს, როგორც საკუთარი შემოსავალი, მე ესე მწამს, თუმცა შეიძლება ვცდები".

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ივანიშვილს შეეძლო საქართველოს მთავრობაში არსებულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

"მას ჰქონდა უნიკალური საშუალება, როგორც უკვე შემდგარ და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება შემოსავლები. მას ჰქონდა დიდი საშუალება, რომ ეს სიტუაცია გაესწორებინა, ამიტომ ვაპელირებდი ამაზე და მივმართავდი, მაგრამ ვერ მოხდა", - ამბობს გიორგი ქობულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42