მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები - გაერთიანებული ოპოზიცია მორიგი კონსულტაციებისთვის ემზადება
პოლიტიკა - 10:26, 08 Jun, 2020     476

ხელისუფლების ოპონენტები კონსულტაციისთვის ემზადებიან. ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებზე შესათანხმებლად "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მომავალ კვირაში შეიკრიბება.

კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერჯერობით არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ერთიანობა მნიშვნელოვანია. მათივე შეფასებით, ამ ერთიანობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია "ენმ"-ს ინიციატივა, რომლითავ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თბილისის ექვს ოლქს დანარჩენ ოპოზიციას უთმობს და მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი მათ მხოლოდ ორ ოლქში ეყოლებათ.ენმ-ს წევრი, გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ დარჩენილი ექვსი ადგილიდან ნაწილი მაინც ერგება იმ პარტიებს, რომლებიც ახლო წარსულში ან "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ აფილირებული, ან პირდაპირ ოცნების მხარდამჭერები იყვნენ."იმედი გვაქვს, რომ პარტიები, რომლებიც შეიკრიბებიან, კონსტრუქციულად იმსჯელებენ და პასუხისმგებლობის განცდით ჩვენი საზოგადოების წინაშე და სწორედ დიდი გამარჯვების მიზნით და არა ცალკეული პარტიების, ასე ვთქვათ, უკეთესი რეზულტატის ჩვენების მიზნით მივიღებთ გადაწყვეტილებას და ისინი შეძლებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, რომ ადეკვატურად გადაანაწილონ ეს ექვსი ადგილი, მაქსიმალურ რაოდენობა პარტიებზე", - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ს განცხადებით, თუ გადაწყდება მრავალპარტიულ ფორმატში და ოპოზიციაში ჩათვლიან, რომ მისი ყოფნა მაჟორიტარულ თბილისის ოლქებში საერთო გამარჯვებისთვის არის საჭირო და აუცილებელი, იგი მზად არის იყოს კანდიდატი.

"შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ კანდიდატს კონკრეტულ ოლქში მეტი ხმები ან მან შეძლოს ფინანსური თუ სხვა რესურსებით მეტი ხმების მოგროვება, მაგრამ მისი პერსონა იყოს წამგებიანი მთელი ოპოზიციისთვის. თუ გადაწყდება მრავალპარტიულ ფორმატში და ჩათვლიან, რომ ჩემი ყოფნა მაჟორიტარულ თბილისის ოლქებში საერთო გამარჯვებისთვის არის საჭირო და აუცილებელი, მე, რა თქმა უნდა, დავდგები", - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42