ოლიგარქის მორიგი ჩანაფიქრი - ბოტანიკურ ბაღში გზას ჭრიან
პოლიტიკა - 22:30, 07 Jun, 2020     714

ოლიგარქის მორიგი ჩანაფიქრი - ბოტანიკურ ბაღში გზას აბეტონებენ. პანორამა თბილისიდან და თაბორის მთის სასტუმროდან გამომავალი გზები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გაჰყავთ - პირველ შემთხვევაში ტურისტულ მარშრუტად, მეორეს მხრივ , ველო ტრასად იფუთება.

ეკოლოგები,ურბანისტები და გეოლოგები და აცხადებენ, რომ თუკი მანამდე მათ ასე თუ ისე იცოდნენ პანორამისა და თაბორის მთის სასტუმროს შესახებ, ბოტანიკურ ბაღში ამ ობიექტებთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათ მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რომ ამ ტერიტორიაზე ბეტონი ისხმება, რასაც მრავალფეროვანი ფლორა - 200-მდე ენდემური მცენარე ეწირება.

ვინ გასცა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შეჭრის ნებართვა, ბაღის დირექტორი ამბობს, რომ თაბორის მთის სასტუმრომდე გრუნტის საფეხმავლო გზა მანამდეც არსებობდა, უბრალოდ ახლა სასტუმროებიდან გამოსასვლელი და ბოტანიკურ ბაღში შემავალი გზა დააბეტონეს, წავკისის ხეობაში კი ველობილიკის გაკეთება თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა. თბილისის არქიტექტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ეს ტყუილია და თბილისის არქიტექტურის სამსახური ბოტანიკურ ბაღში გზის გაჭრასთან არაფერ შუაშია და იქ ნებართვა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასცა.

ირკვევა, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პანორამის პროექტს მართლაც მიანიჭა მეხუთე კლასი. ეს კი, სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, პროექტზე ხელმისაწვდომობას ამცირებს.

თბილისის არქიტექტურის ვირტუალურ რუკაზე ჩანს, რომ სასტუმროდან ბოტანიკურ ბაღში ბეტონის ტრასა მართლაც შედის. ამას გარდა, ბოტანიკურ ბაღს ბიძინა ივანიშვილის სახლიდან გამომავალი გზაც კვეთს, რომელიც ჯერ „პანორამა თბილისს“ უერთდება, კვეთს ბოტანიკური ბაღის საზღვრებს და წავკისის წყლის ხეობაში შედის. პროექტის განხორციელება კი სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და „ფონდ ქართუს“ იდეა იყო.

ფონდში ამბობენ, რომ ბაღისთვის ვიზიტორების და ტურისტების ნაკადი გაცილებით გაიზრდება, თუკი ბაღში შესასვლელს თაბორის მთის სასტუმროდან გააკეთებენ, შემდეგ კი კოჯრის მხრიდან „პანორამა თბილისს“ მიუერთებენ, ხეობას გაჭრიან და ველობილიკს დააგებენ.

„პანორამა თბილისის“ მშენებლობისას სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით მაშინ ფილმიც გადაიღეს, სადაც პროექტ პანორამის დირექტორი ირაკლი ქარსელაძე საუბრობდა.

„გრინ ვოშინგი“ - ასე უწოდებენ აქტივისტები პროცესს, რომელიც გარემოსთვის აუცილებელი, მწვანე პროცესების სუროგატული პარკებით ჩანაცვლებას გულისხმობს, ანუ როცა შენ ერევი გარემოში, ართმევ მას ავთენტურობას და ამ ჩარევას მისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებით ამართლებ.

ნატა ფერაძე მიიჩნევს, რომ ანალოგიური პროცესი მიდის ბოტანიკურ ბაღშიც, კერძო საკუთრებიდან გაყავს გზა ბოტანიკურ ბაღში თუმცა, პარალელურად, საზოგადოებას ეუბნები, რომ ამ ყველაფრის საპირწონედ გავამწვანებ მთაწმინდის პარკს.

მთაწმინდის პარკის გამწვანება დაანონსდა, რომელსაც მეთევზეთა და მონადირეთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძე უხელმძღვანელებს. მანამდე მან საზოგადოებას თავი კარგი ნადირობით დაამახსოვრა - საპატრიარქოსთვის მოინადირა აფრიკაში მარტორქა და თავი მათ უსახსოვრა, ხოლო 13 ივნისის წყალდიდობის ტრაგედიისას - „აშმალახას“ ანუ ვეფხვთან ბრძოლის სტრატეგია დასახა.

თუმცა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კანონია, რომელიც მხოლოდ ფურცელზე რჩება. ყველა მთავრობა ცდილობდა კანონი ფინანსურ ინვესტიციაზე მოერგო, რომ ფული წონიდა კულტურულ მემკვიდრეობასაც და მისი დაცვის სისტემებსაც. პოლიტიკური ლიდერები ცდილობდნენ ქალაქში საკუთარი კვალი სწორედ მონსტრი მშენებლობებით დაეტოვებინათ.

"მთავარი არხი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42