" ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება ..." - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი ტყუპების შესახებ
სოც.მედია - 17:51, 07 Jun, 2020     1385

ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე, ტყუპი ქალ-ვაჟის დაბადების სოფიალურ ქსელში დედობის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის... ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული, ასე მგონია, ამ წუთამდე, - ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ გამიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ... ახლა, როგორც არასდროს ისე ძალიან მინდა, ყველა ქალს მიეცეს ეს ძალა, ყველა ქალმა იგრძნოს მისი ახალდაბადებული შვილის სურნელი, პატარა თითების სითბო, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩვენთან ერთად და ჩვენი გულშემატკივარი იყო, ვისაც სიხარული მოუტანა ნატალიას და ზაქარიას დაბადებამ, ვინც მოგვილოცა და მოგვილოცავს, განსაკუთრებული მადლობა გინეკოლოგს, ბატონ ნოდარ ზალდასტანიშვილს.

მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც უფრო მეტ ძალას მომცემს ჩემ პატარებს ყველას და ყველაფრის სიყვარული ვასწავლო, რადგან ამ გრძნობით შეუძლებელიც კი შესაძლებელია. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველაფრისთვის, მჯერა, ყველა ჩვენგანის შვილები აუცილებლად იცხოვრებენ ბედნიერ, ლამაზ და სრულყოფილ სამყაროში და ძლიერ საქართველოში.",-წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42