დავით ქაცარავას და "ძალა ერთობაშიას" წევრებს ქართულმა პოლიციამ ატოცი დაატოვებინა. - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი მცოცავი ოკუპაციის ახალი შედეგების გამოაშკარებისთვის დასაჯა.
ქაცარავა ამბობს, რომ ისინი რამდენიმე საათი უკანონო ტყვეობაშიც იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ქართველმა სამართალდამცვებმა ძალა გამოიყენეს.
"აქ იყო ჭიდაობა, დახრჩობა, ხელების გადაგრეხვა, ძალიან აგრესიული დაკავება იყო, ალბათ ორი ათეული იყვნენ, ოთი ეკიპაჟი იყო მოსუკლი, ეს ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მნისიი თვაწინ " - განაცხადა ქაცარავამ .
მისი თქმით, დღევანდელიო ქმედება არის კოლაბორაციონისტი ხელისუფლების საქციელი და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა "ოკუპანტების დაკრულზე ცეკვავს"
"ნამდვილად აღმოვაჩინეთ ახალი აგებული კოშკურა. უცბად დაგვესხნენ თავს, ამოიგვიგრიხეს ხელები, წაგვართვეს ტელეფონები , ჩაგვსხეს მანქანში და არ გვაძლევდნენ საშუალებას მანქანიდან გადმოსვლის"- აცხადებს "ძალა ერთობაშიას" წევრი მიშა ბალიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






