ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
გრიგოლია წერს, რომ ბოლო პერიოდში მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა და ბევრ ადამიანს აწყენინა მწვავე რეპორტაჟების გაკეთების გამო, რადგან ტელევიზიაში გასული მასალები მათ სამსახურს ეხებოდა.
"აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში. ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა", — წერს ინგა გრიგოლია.
ინგა გრიგოლია ტელევიზიაში რჩება, როგორც გადაცემა რეაქციის წამყვანი და გადაცემების პროდიუსერი. ხოლო არხის დირექტორობის პოსტს ვატო წერეთელი დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






