"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ოპოზიციას გამარჯვების ფორმულა შესთავაზა.
ბერძენიშვილის თქმით, 2020-ის არჩევნებში გამარჯვებისათვის საჭიროა თბილისის მაშტაბით ოპოზიციის სრული კონსოლიდაცია, ხოლო რეგიონებში კი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება.
"კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია თბილისს გარეთ - ვფიქრობ, 80% როცა ირჩევა პარტიული სიით, ეს უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას. მაჟორიტარულ ოლქებში არ უნდა შეგვაშინოს თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის სუბიექტის საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი მეტი აღმოჩნდება მეორე ტურში, ვიდრე სხვა პარტიების. ოპოზიციაში ყველაზე მეტი ხუთიანის შემომხაზველია დღეს. ბიძინა ივანიშვილის მიუღებლობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მითუმეტეს გაცვდა ეს ლოზუნგი, რომ მიშა მოდის, არ მოდის, ვერ მოდის, სხვა ქვეყანაშია", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






