საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალის მენეჯერს, მერისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ
პოლიტიკა - 11:17, 06 Jun, 2020     902

საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალის მენეჯერს, სამსახურიდან ათავისუფლებენ. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ანა ბალიაშვილმა შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღო. იცის, რომ სამსახურის დატოვება უახლოეს დღეებში მოუწევს თუმცა, არ ჩაბარებია ბრძანება, სადაც გადაწყვეტილების მიზეზები უნდა იყოს დასაბუთებული.


თავად ბალიაშვილი თვლის, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება ქარელის მერისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო რადგან, ის ცოტა ხნის წინ, რუისის იმ მცხოვრებლებს დაუდგა გვერდით, რომლებიც ზაზა გულიაშვილის გეგმას - გადაეცა 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა რუსული კომპანიისთვის, ეწინააღმდეგებოდნენ.



"უკვე მესამედ მიშვებენ სამსახურიდან ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის დაკვეთით და უშუალო მონაწილეობით.
-პირველად თავად გამომიშვა მუნიციპალიტეტიდან!
-მეორედ მისი ჩარევით გამომიშვეს ფოსტიდან.მაშინ ვიბრძოლე და აღმადგინეს კარგი ადამიანების დახმარებით.
-მესამედ უკვე დღეს მიშვებენ სამსახურიდან იმის გამო,რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ზაზა გულიაშვილს არ მივეცი შესაძლებლობა,რუისის სპორტული მოედანი რუსული კომპანიისთვის მიეცა.
მე “საქართველოს ფოსტის” მენეჯმენტთან პრობლემა არ მქონია.სამი წლის განმავლობაში არ მიმიღია არცერთი საყვედური. რომ არა ზაზა გულიაშვილის გავლენები,ვფიქრობ ისევ გავაგრძელებდი მუშაობას კომპანიაში.
ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება. -ზაზა გულიაშვილისნაირი ჩინოვნიკები მსგავსი ტერორით ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ,რომ რადგან მუშაობთ და სამსახური გაქვთ,არ უნდა გააპროტესტოთ არაფერი და არ უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია!
მე ამ მიზნის განხორციელებაში ხელს არ შევუწყობ! ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა ჩემი უფლებების დასაცავად და ყველა იმ დასაქმებულის სტიმულისთვის,რომელიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასაც ვერ ახერხებს”,-ამბობს ანა ბალიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42