"ჯიგრულ პონტში" გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდივილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე" - გახარია
პოლიტიკა - 18:46, 05 Jun, 2020     605

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ პარლამენტში "ქართული ჯიგრული პონტის" ხსენებისას კორუფციაზე არ საუბრობდა.

იგი ამბობდა რომ ეს სიტყვები,საგანგებო მდგომარეობისას გადაადგილებისასთვის საჭირო საშვების დაშვებაზე თქვა.

"ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენა. ოპოზიციას და ოპონირებას საერთოდ პატივს ვცემ, ეს განვითარების ერთადერთი გზაა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პროგრესის, პირველ რიგში. ოპოზიციამ თქვა, "ჯიგრულ პონტში" გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდივილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ ჰკითხა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გარკვეული კომპანიების დაშვება და ზოგის აკრძალვა იყო შერჩევითობა თუ კორუფცია. რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას "ქართულ ჯიგრულ" პონტში რამე გაუკეთა, მაგრამ კორუფცია არა.

"შერჩევითობის ნაწილი, თუ კომპანიებზეა საუბარი, როგორ იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული - როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შტაბი შეიქმნა, იმ წუთში გამოჩნდა ის მსხვილი სისტემური კომპანიები, რომლის გაჩერებაც შემდგომ ერთ თვეში ან ერთ კვირაში... ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ვაჩერებდით სამი თვით, ერთი დღით თუ... ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იყო ხო. რომლის ახალ ამუშავებას შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. ეს არის მეტალურგია, ეს არის მოპოვებით… მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ, ქალაქი მოვახდინეთ კარანტინში, რომ მოსახლეობა, ვინც მუშაობს, შიგნით ჩაგვეტოვებინა, არ შეგვეტანა ეს ინფექცია. ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, რიკოთი ერთი დღით არ გაჩერებულა, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა. უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომლებსაც მკაცრად ვაკონტროლებდით.

ამის შემდგომ, გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ [დაკავშირებული] ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, თვითონ მოვიდნენ — ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება, იმის წარმოება. ზოგიერთ კომპანიას არც ჰქონდა სურვილი, თქვა, რომ მე ამ პირობებში სწრაფად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდები ერთი თვე და მერე. ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული. მერწმუნეთ, რომ ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ. იქ ეგეთი თემა..." - ამბობდა გახარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42