"მეუფე პეტრეს შესაძლო განკვეთით მტკიცებულებების გარეშე დაატასტურებთ მის ბრალდებას და ამით უდიდეს ჩრდილს მიაყენებთ კათალიკოს-პატრიარქს" - გოჩა მირცხულავას მიმართვა მეუფე იაკობს
პოლიტიკა - 18:12, 05 Jun, 2020     619

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ბოდბელ ექპისკპოპოსს, მეუფე იაკობს მიმართავს და აცხადებს, რომ მორიგჯერ ითრევენ თამაშში, რომელშიც მისი ი როლი „პატრიარქის შეურაცხმყოფელი“ მეუფის განკვეთაში პირველი ვიოლინოს შესრულებაა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ მეუფე პეტრეს შესაძლო განკვეთით ბოდბელი ეპისკოპოსი მტკიცებულებების გარეშე დაატასტურებს მის ბრალდებას და ამით უდიდეს ჩრდილს მიაყენებს კათალიკოს-პატრიარქს.


"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

მეუფე იაკობ,

ბოლო წლების განმავლობაში, თუ თავადვე სწორად გააანალიზებთ სხვადასხვა პროცესში თქვენს ჩართულობას, საკუთარ თავთან მოგიწევთ იმის აღიარება, რომ არაერთხელ ძალიან ცუდად, პირველ რიგში ეკლესიისთვის დამაზიანებლად, იქნა თქვენი პერსონა გამოყენებული. რატომ აღმოჩნდით 2013 წლის 17 მაისის მთავარი სახე ეკლესიის მხრიდან? რატომ გაეხვიეთ ციანიდის სკანდალში? რატომ მიხვედით იმაზე ახლოს, ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვიდრე ეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს სჭირდებოდა? რატომ და რა უფლებით ერევით საერო ხელისუფლების საქმიანობაში და უწყობთ მას ობსტრუქციას? რა როლი გაქვთ ეკლესიის ქონების მართლზომიერი განკარგვის საქმეში? კითხვები საკმაოდ ბევრი შეიძლება დაისვას, მაგრამ ამაზე პასუხი ალბათ პირველ რიგში თქვენ უნდა გასცეთ, არა ჩემთვის ან სხვისთვის, არა რომელიმე ავტორიტეტის სასარგებლოდ ან საზიანოდ, არამედ საკუთარი თავისთვის და ქრისტესთვის,

ახლაც, თქვენ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს საეკლესიო პირისთვის, თქვენი ხარსისხის მქონდე ღვთისმსახურისთვის, სრულიად მიუღებელი ფორმით გამოხატავთ აზრს კონკრეტული მეუფის მიმართ, რომლის წინაშე, როგორც თქვენი მაკურთხებლის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება გმართებთ. გმართებთ იმის მიუხედავად, მოგწონთ მისი ქცევა, სიტყვა, აზრი თუ არა.

ახლა, მორიგჯერ გითრევენ თამაშში, რომელშიც თქვენი როლი „პატრიარქის შეურაცხმყოფელი“ მეუფის განკვეთაში პირველი ვიოლინოს შესრულებაა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეტყობა ამჯერადაც ბოლომდე ვერ ხერხდება იმის გააზრება, რომ ისევ გიყენებენ და თქვენს სულს და გონებას შხამით ავსებენ.

მეუფეო, ძალიან დელიკატურად მიგანიშნებთ: სინოდის რამდენ წევრს აქვს უფლება - აი, თქვენ რომ იცით - კაცური უფლება, ან მორალური უფლება, ან ზნეობრივი უფლება (აქ ადამიანები ურევენ და მაინც და მაინც ჰომოსექსუალიზმზე იწყებენ ფიქრს, თუმცა ამ კატეგორიას განეკუთვნება თუნაც სიძვა, მრუშობა - თუ თქვენი გაგებით ეს კაცური პონტია და მერე რა ეპისკოპოსებს საყვარელები თუ ჰყავთ?) მეუფის განკვეთას დაუჭიროს მხარი? რამდენს აქვს უფლება მეუფე პეტრე ეკლესიიდან გააძევოს და თქვენ, ბოლო წლების საეკლესიო სკანდალების მთავარი ფიგურანტი ეკლესიის წიაღში დაგტოვონ იმის გამო, რომ „თქვენი ეშინიათ“ და კომპრომატებს ფლობთ საკუთარ საძმოზე? თქვენ რამდენად გაქვთ მორალური უფლება თავად დააყენოთ ეს საკითხი, როდესაც თქვენი ლექსიკა და გამოხატვა სიძულვილის, ძველბიჭობის გარდა არც არაფერს შეიცვას? მაგრამ ეს ბოლო რიტირიკული კითხვაა, ვიცი არ გაღელვებთ დიდად.

ახლა რაც გაღელვეთ იმაზე მიგანიშნებთ. იცით, მეუფის შესაძლო განკვეთით რას გააკეთებთ? მტკიცებულებების გარეშე დაატასტურებთ მის ბრალდებას და ამით უდიდეს ჩრდილს მიაყენებთ კათალიკოს-პატრიარქს. ამაზე გიფიქრით? გიფიქრიათ იმაზე, რომ საჯაროდ როცა დააშანტაჟეთ უკვე თქვენი „საძმო“, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პატრიარქისთვის შუბლში საკონტროლო ტყვიის დახლის ტოლფასია? არა, ვერ იფიქრებდით, იმიტომ, რომ გგონიათ, გსურთ (თუნდაც გულწრფელად და უანგაროდ) ისე გამოჩნდეს, რომ პატრიარქს იცავთ. არა და სულ საპირისპიროს აკეთებთ. ყოველი თქვენი ნაბიჯით ასუსტებთ ეკლესიას და ჩრდილს აყენებთ მას. თქვენ არ ხართ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის პროცესების პროვოკატორი? როგორც ირკვევა ჰქონდა მეუფე პეტრეს თქვეთან კონკრეტულ თემაზე საუბარი. და რა გააკეთეთ, იმის ნაცვლად, რომ მოვლენები სხვა კონტექტში გადაგეყვანათ,? პატარა ბავშვივით აჯავრებდით მას, გამოგყავდათ მწყობრიდან და პროვოცირებდით სხვადასხვა ცილიწამებებით! რატომ, ვისი თამაშო ითამაშეთ? პეტრემ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ამით პატრიარქს თუ თქვენ? სინოდზე რისთვის მოიხადეთ ბოდიში? ეს რომელი „გაგებაა“ - თუნდაც თქვენეული - საჯაროდ დასდოთ ბრალი ხელისუფლებას, მისი დისკრედიტირება მოახდინოთ და მერე კურდღელივით (თქვენი გაგების ტერმინია) აღსარებები აბაროთ? რატომ არ მიხვედით პროკურატურაში თუ რამე მტკიცებულებები გქონდათ? და თუ არ მიხვედითერთი ჩვეულებრივი ცილისმწამებელი ხართ და აქ აღსარება არაფერ შიაშია. განცხადება საერო სივრცეში იყო გაკეთებული და თქვენი მონანიება რა, ინდულგენციაა? ვინ მოგცათ უფლება სახელმწიფოს ინტერესებს დაუპირისპირდეთ, ხელისუფლების (მნიშვნელობა არ აქვს ვინაა ხელისუფლებაში) შერყევაში მიიღოთ მონაწილეობა, ისაუბროთ შანტაჟის ენით, განსაზღვროთ ვინ იქნება ქვეყნის პრემიერი და ვინ არა? ჰო, ამას სამომავლოდაც აპირებთ, ხართ შემჩნეული პოლიტიკური ძალებისთვის საჯარო მესიჯების განზავნაში, ჩვენც შეგვიძლია ქვეტექსტების ამოკითხვა თქვენს ქადადებებში. ვინ მოგცათ ობსტრუქციის მოწყობის უფლება სახელმწიფოსთვის? და ბოლოს, ვინ მოგცათ უფლება თქვენი გაუაზრებელი, უარაპატიოტული და ქრისტეს სწავლებას აცდენილი ქმედებებით დააზიანოთ ეკლესია?

ზემოთ აღვიშნე, რომ გიყენებენ, არ გჯერათ? მაშინ აბა თავად დაფიქრდით ეკლესიის „პროდასავლური“ ღირებულებების მებარახტე მეუფევ, თითოეულ თქვენს ქმედებას ეკლესიის წიაღში რომელი ძალების გაძლიერება მოჰყვა. დაფიქრდით, როგორ გამოგიყენეს ისე, რომ საბოლოოდ ქორეპისკოპოსობა დაკარგეთ (ამას გარიგების სუნიც უდის), ხოლო ეკლესიას რეალურად რომელი ძალაც მართავს თავადაც იცით. დაფიქრდით იმაზე, რომ პეტრეს განკვეთის წინადადების დაყენებით რა ზიანს აყენებთ მის უწმინდესობას და უფრო მეტიც, ვის უხსნით გზას საპატრიარქო ტახტისკენ. იცით, აღარ მომერიდება, რადგან დაწერილი მაქვს და ისევ გავიმეორებ, თქვენ და მეუფე შიოც, დიახ მოსაყდრეზე ვსაუბროთ, ერთი ჯოხის ორი ბოლო ხართ. უბრალოდ ის თქვენზე ჭკვიანია და საკმაოდ ეფექტურად გიყენებთ. არა, ადრეც დავწერე, რომ ნამდვილად არ მიმაჩნია, თითქოს თქვენ რუსული ინტერესების პირდაპირი რეალიზატორი იყოთ ეკლესიაში ან სახელმწიფოში. უბრალოდ, თქვენ საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი ხართ იმ ადამიანების ხელში, ვისაც ეს ინტერესები აქვთ და ვერ ფიქროთ ამაზე. ვერ ხდებით, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და რაოდენ დიდი (თუმცა ამაზე დიდი არც მგონია რამე იყოს) უბედურებაც უნდა გახლდეთ ეს პროცესები თავად თქვენი პერსონისთვის. უბედურებაა გინდოდეს კარგი და მუდმივად ცუდს აკეთებდე, ცუდს ძერწავდე. უბედურებაა ადამიანის გულწრფელობა იმის წინააღმდეგ იყოს მიმართული, რისი სიკეთეც სურს. არა და, მჯერა, რომ არც ეკლესიის შეგნებული დაზიანება გინდათ, არც პატრიარქისთვის ჩრდილის მიყენება, მაგრამ მუდამ ასე გამოგდით! ჰო, მესმის და ვიცი, რომ არ დამეთანხმებით, ისიც ვიცი, რომ გაბრაზდებით. მაგრამ გაბრაზება და გულზვიდობა არც კარგი მსაჯულია და არც კარგი მოკარნახე. დაფიქრდით მეუფეო, საკმარისია ის ზიანი რაც მიაყენეთ მის უწმინდესობას, თუნდაც მეუფე პეტრეს პროვოცირებით და ეკლესიას - ყველა იმ საკითხით, რომელშიც თქვენ რომ გეგონათ კარგს საქმეს უკეთებდით - ცუდი აღმოჩნდა. დაფიქრდით მეუფეო, ამ წუთას ვინ გიყენებთ და ვინ ავსებს თქვენს გონებას ბოღმით, შორისძიებით. დაფიქრდით მეუფეო და სული დაიმშვიდეთ.

უფალი გფარავდეთ.

გოჩა მორცხულავა

თბილისი,

5 ივნისი 2020 წელი

P.S. ვრცელ ვერსიას მიმდინარე პროცესებზე და იმაზე „ვის და რატომ სურს მეუფე პეტრეს განკვეთა?“ სამშაბათს, 9 ივნისს გაზეთ ქრონიკა+ში გამოვაქვეყებ" - წერს გოჩა მირცხულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42