მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ფეხსაცმელი ხმარებიდან რამდენიმე დღეში ამოიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმლის შესაძენად ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. შეირჩა ორი უცხოური კომპანია და უწყებამ ფეხსაცმელები 80-100 ევროს ფარგლებში შეიძინა. ჯარისკაცებს ისინი კარამტინის დასრულების შემდეგ დაურიგეს, თუმცა როგორც გაირკვა, ჩექმები მალევე გაფუჭდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ღარიბაშვილის უწყებამ მრავალმილიონიანი ტენდერი "გაითამაშა", მას შემდეგ კი რაც ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი დაიხა, ის ხმარებიდან ამოიღო:
"მას შემდეგ რაც ეს აღჭურვილობა დარიგდა და მასიურად დაიხა, მიხვდნენ რომ რაღაც პრობლემა იყო, ჩაერია პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მიჩქმალვის მიზნით, ამოიღეს ხმარებიდან", - ამბობს ზოდელავა.
მასალის გამოყენების პირობები






