"მნიშვნელოვნია, დანარჩენი ოლქების საკითხზეც გაგრძელდეს კონსულტაცია"- აბესაძე ენმ-ს ინიციატივაზე
პოლიტიკა - 11:48, 05 Jun, 2020     241

"მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ოლქების საკითხზე კონსულტაცია გაგრძელდეს და ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს. ეს პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა გახდეს"- ამის შესახებ

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეთანხმება კონკრეტულ კონტურებს იძენს და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იქნება. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დანარჩენი საარჩევნო ოლქების საკითხზეც გაგრძელდეს კონსულტაცია და ასევე, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს, რაც პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა გახდეს... გუშინ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსირა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დაარჩენილი საარჩევნო ოლქებისა და ერთიანი კანიდატურის დასახელებაში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი სხვა საარჩევნო ოლქებზეც გავრცელდეს და ოლქების უმრავლესობაში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს. თბილისის საარჩევნო ოლქებზე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაცია გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში, შეთანხმება შედგება. კონკრეტულ დეტალებს, თუ რამდენი ოლქი ექნება პარტიას და ვინ იქნებიან მისი კანდიდატები, მხოლოდ შეთანხმების შემდეგ გავაჟღერებთ“,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.„ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძმ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42