გირჩი მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს
პოლიტიკა - 11:54, 05 Jun, 2020     486
ზურა ჯაფარიძე მაჟორიატარდ კენჭისყრაზე უარს ამბობს. „გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს.

ჯაფარიძე თვლის, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება ხელისუფლების ცვლილებისთვის მნიშვნელოვანია

"შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანიგანსაკუთრებით თბილისში გირჩიდან მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში

მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება

რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ან მეორე ტურში გასული (იქ სადაც ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ მოხდება) კანდიდატების მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან:

წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ

სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები

კონკრეტულად გირჩის ამომრჩევლის ხმები წავა იმ კანდიდატებისკენ ვინც საჯაროდ დაადასტურებს რომ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს რომელთა განსახორციელებლადაც გირჩი აპირებს პარლამენტში ბრძოლას:

- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება

- ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე

- სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად

- სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება

- რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა

ოპოზიციის ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს, ვისაც ამის სურვილი ექნება, გირჩი მისცემს შესაძლებლობას ესაუბროს ამ და ჩვენი სხვა ხედვების თაობაზე ჩვენს ამომრჩეველს, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე

meanwhile, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს კამპანიას - წერს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42