ადგილობრივების მთავარი შემოსავალი კერძო ბიზნესი იყო, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალდა და გაჩერდა.
"ესაა ხელისუფლების დაპირება, რომელიც რეალურად არ სრულდება. კორონა ვირუსმა საშუალო და მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად დააზარალა. ეს სასტუმრო 4 თვეა პრაქტიკულად გაჩერებულია, ერთი სტუმარი არ ჰყავს და მეპატრონეს კი 2 დღეში სერიოზული კრედიტის გადახდა უწევს. ის დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა, ვიღაცას შეეხო, თუმცა ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ დახმარებია და მათ ნებისმიერ გადავადებაზე უარს ეუბნებიან, ესაა შერჩევითი მიდგომის შედეგი. ჩვენ ვითხოვთ საბანკო ვალდებულება განურჩევლად ყველას გადაუვადდეს" - ზალიკო უდუმაშვილი
"შეიძლება ითქვას, რომ იანვრიდან უკვე ტურისტი შემცირდა და მარტიდან საერთოდ გაქრა. პრემიერმა უპროცენტო გადავადება გამოაცხადა, თუმცა ხალხის შერჩევა მიმდინარეობს ვის გადაუვადებენ და ვის არა. შეგრძნება მაქვს, რომ ამას ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს, რომ ადამიანები გააკოტრონ და ქონება ჩამოართვან. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ" - ლია ასკურავა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საბანკო ვალდებულებები 3 თვით უნდა გადავადდეს, რათა ადამიანებმა ბიზნესის წარმოება და ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლონ.
მასალის გამოყენების პირობები






