ჩენს ზურგს უკან არის სამი კოლექტიური გმირი, რამაც აქამდე მოგვიყვანა - განაცხადა ანზორ ბიწაძემ და იქვე განმარტა, რომ ესენი არიან, პირველი - ის ხალხი, ვინც საპროტესტო ტალღის შედეგად შეშინებულ „ქართულ ოცნებას“ გადააწყვეტინე პროპორციული არჩევნების დაპირება; მეორე- ის ოპოზიციონრები, ვინც გამონახეს საკუთარ თავში ძალა, გადაებიჯებინათ პირადი შუღლისა და ანტიპატიებისთვის და ჩამოყალიბებულიყო ერთინია ოპოზიციური მაგიდა, ხოლო მესამე კოლექტიური გმირი, ბიწაძის თქმით, არიან საქართველოს დასავლელი პარტნიორები, რომელთა ფასილიტატორობით შედგა დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიას შორის საარცევნო სისტემის შეცვლაზე.
„ამის ლოგიკური გაგრძელბა არის ის, რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება ნორმალურ ჩარჩოებში. არის მაჯკორიტარული ოლქები, სადაც შესაძლოა შედიოდეს ოპოზიციის ინტერესბში საერთო კანდიდატის დაყენება. ჩვენ მზად ვართ, გარკვეული იშვიათი გამონაკლისებისა, ხელი შევუწყოთ ამ ოპზოიციურ ერთობას, რადგან ჩვენ ამას განვიხილავთ ერთი - საზოგადოების დაკვეთად და მეორე - ამას დააკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რომელთა დასკვის გარეშე არჩვნები ლეგიტიმურად ვერ გამოცხადდება.
ჩვენ განვიხილავთ ამ ერთობას, როგორც შანსს, შეიცვალოს ხელისუფლება და ახალი ფურცელი გადაიშალოს ქართულ პოლიტიკაში - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






