"ევროპული საქართველო, ძლიერის შესაძლო მოტივმა დააფრთხო და ვერ გაითვალისწინეს, რომ ამოსავალი ივანიშვილის დამარცხებაა" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 23:36, 04 Jun, 2020     659
მგონი, “ევროპული საქართველო” „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ძლიერის შესაძლო მოტივმა დააფრთხო და ვერ გაითვალისწინეს, რომ მთავარი ამოსავალი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ტვ პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა.

ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ დღეს არის მცდელობა იმის, თუკი რაიმე პრობლემა არსებობს ოპოზიციაში, ან მიაჩნია ვინმეს, რომ არსებობს, იყოს მოგვარებული და არც კიდევ გაღრმავებული.

„ჩვენ ვცდილობთ რომ გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯები და არა ის, რომ წავიდეთ „დაშლა-არმოშლისკენ“, რომელიც ივანიშვილისთვის სასიამოვნო იქნება.

დღეს ნაციონალური მოძრაობას, რომელიც რეალურად წამყვანი ოპოზიციური ძალაა, აქვს ყველა რესურსი, დააყენოს ყველა ოლქში კანდიდატები და იბრძლოს და 90%-ში გავიდეს პირველ ადგილზე“ - აცხადებს ქარდავა.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა გაიყვანოს მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ხარჯზე სხვა პარტიის კანდიდატი, ედპ-ის ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა სწორედ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ძლიერის მოტივაციამ დააფრთხო ევროპული საქართველო. „თუმცა მიუხედავად ამ მოტივაციისა, გვესმის რომ ქართველ ხალხს შია დღეს და ხვალინდელი დღის ძალიან ეშინია, და ის, რომ ხალხი ითხოვს ცვლილებებს, ამ ცვლილელებს ერთიანობა სჭირდება, სწორედ ამ ერთობის გამო, ჩვენს კოალიციაში არის მიღებული ცალსახა გადაწყვეტილება, და მზად ვართ წავიდეთ ყველა დათმობაზე და ხელი შევუწყოთ ოპოზიციურ პარტიებს, მინიმუმ მაჟორიტარების დონეზე, ეთიანი პოზიციით გასვლას“ - განაცხადა ქარდავამ

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე პოზიტიურს უწოდებს „ლელო საქართველოს“ ლიდერების პოზიციას, მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე და მას ერტიანობისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

„ლელოს“ განცხადებები მე თავდაპირველად ძალიან მაფთხობდა ოპოზიციასთან მიმართებაში, თუმცა ეს ბოლო განცხადება შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან პოზიტიური და ოპოზიციის ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი. შესაზლოა ჩვენ მაქსიმუმი გვინდა დღესვე, მაგრამ ყველა პარტიას აქვს თავისი ინტერესები.

ყველა ეს ფაქტორი მაჩვენებელია იმისა, რომ მე ვერ ვხედავ სერიოზულ საბაბს, რომ ოპოზიციაში არსებობდეს დაშლის საფრთხე. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა მოშორდეს და თუკი ის არჩევნებს გააყალბებს მაშნ უნდა მოვძებნოთ გზები, როგორ არ მივცეთ ამის საშუალება, ან კიდევ როგორ დაისაჯონ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42