"პრემიერი კვირიკაშვილი იმიტომ გაუშვეს, ბავშვები შიმშილობენო და დღევანდელი ფასებით ბავშვები ჭამენ თქვენი აზრით?!" - დავით ჭიჭინაძე კობა გვენეტაძეს
პოლიტიკა - 20:26, 04 Jun, 2020     556

„ისეთი „ლამაზი“ ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ბატონო კობა, ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე, რომ ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მომინდა!“ - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, 2019 წლის ანგარიში და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მას რამდენიმე საკმაოდ მწვავე კითხვა დაუსვა.
დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რამდენიმე კრიტიკული კითხვა დაუსვა.კითხვების დასმის დროს ჭიჭინაძემ ყურადღება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და მისი გამუმჯობესების პერსპექტივაზე გაამახვილა.

"- კარგია ფინანსური სტაბილურობა, მაგრამ რას ეტყვით ხალხს, მითუმეტეს პანდემიის დროს დაუცველად დარჩენილ ადამიანებს, ცხოვრების დონის სტაბილურობაზე, რომელიც სულ უკან და უკან მიდის?

- პრემიერმა გახარიამ, 27 მაისს, ზარზეიმით რომ გვამცნო, ვინც 1200 და 300 ლარიანი დახმარების სიაში მოხვდა, მათ სესხებიც გადაეწევათ კაპიტალიზაციის გარეშეო, ბანკებში მისულ ადამიანებს კი პასუხობენ: „ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს პრემიერი გახარია, მთავარია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაო!“

ახლა ხალხსაც აინტერესებს და დიდი ეჭვი მაქვს, პრემიერ გახარიასაც დააინტერესებს, თქვენც ასე ფიქრობთ ბატონო კობა?

- ეკონომიკის -4% ვარდნას რომ წინასწარმეტყველებთ, საპროცენტო განაკვეთები კი ზევით გარბის, ადამიანებმა როგორ უნდა შეძლონ ვალის მომსახურება, ამაზე თუ გიფიქრიათ?

- პრემიერი კვირიკაშვილი იმიტომ გაუშვეს, ბავშვები შიმშილობენო და დღევანდელი ფასებით ბავშვები ჭამენ თქვენი აზრით?!" - დავით ჭიჭინაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42