საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია, მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
ელჩი მის ყოფილმა უფროსის, პრეზიდენტი ტუსკის სიყვებსაც იხსენბს, რომელმაც საქართველოს პატარა ქვეყანა, მაგრამ ძლიერი ერი უწოდა.
„ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიძლიერე მე პირადად ვიგრძენი საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის დროს. ამ ქვეყნის სიძლიერე მის მოსახლეობაშია. ჩემმა ყოფილმა უფროსმა, პრეზიდენტმა ტუსკმა, გასული წლის ზაფხულში ბათუმში ყოფნის დროს მითხრა, „საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველები ძლიერი ერია“. მე ვთვლი, რომ მან ზუსტად დაინახა არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა და მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როდესაც საქართველოს მოუწევს პარტნიორების შერჩევა და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად მჭიდრო იყოს ეს პარტნიორობა. მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან“ , - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






