22 წლის ნინო გვასალია ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში, თბილისში, თელავის ქუჩაზე გადაასვენეს. ექსპერტიზის ბიუროში გვასალიას ცხედარი თითქმის ერთი დღის განმავლობაში ესვენა.ექსპერტიზის დასკვნა კი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
მეზობლები ნინო გვასალიას თვითმკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მეზობლების ერთი ნაწილის ინფორმაციით, გვასალიას მშობლები დაშორდნენ, რასაც ის განიცდიდა. მეზობლების ნაწილი კი ამბობს, რომ ოჯახური კონფლიქტი არ ყოფილა და შესაძლოა, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის ფინანსური პრობლემები იყოს.
22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ნინო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემ შვილის გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, გოგონამ თვითმკვლელობის სურვილი უმცროს ძმას გაუმხილა.
ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით შსს–ს ისან-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები 17 ოქტომბერს დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები






