ვაშაძის მიმართვა: მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით
პოლიტიკა - 13:35, 04 Jun, 2020     406

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ოპოზიციის წარმომადგებლებს მაჟორიტარების გადანაწილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

"ბოლო დღეებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოპოზიციის თანამშრომლობასთან დაკავშირებით მსჯელობა. 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ყოველთვის აღწევდა საუკეთესო შედეგს, სწორედ ოპოზიციის დაქსაქსულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით.

ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ - ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით აუცილებლად. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები, თავი შევიკავოთ ზედმეტი საჯარო განცხადებებისაგან და დავსხდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია და მივიღოთ ყველამ ერთად საერთო ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება.

აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა, ეს არის ჩვენი პოზიცია და აუცილებელია ამისთვის ყველამ გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისები, რომ როგორც გადავწყვეტთ ყველანი ერთად ისე უნდა იყოს კანდიდატებიც, ისე უნდა იყოს თანამშრომლობითი პროცესი.

მთავარი უნდა გვესმოდეს არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისათვის ჩვენ უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა კი არის თანამშრომლობაში ერთიანობაში და კოალიციაში, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ დავსხდეთ და გავიაროთ ეს საკითხი.

ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რაზეც კონსოლიდირებული პოზიცია უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ მივდივართ თანამშრომლობის, ერთიანობის გზით და გაცნობიერებული გვაქვს, რომ მტერს აქვს დიდი ფინანსური რესურსებიც, არის მავნებლური საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში და ამის გადატეხვის ერთადერთი გზა არის ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთიანობა

თბილისში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ მაჟორიტრულ ოლქებთან დაკავშირებით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც ვიცი ძირითადი ოპოზიციური ფლანგი, სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის.

ამ განცხადებასაც ვაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეული დისონანსი არსებობს საზოგადოებაში, პირველადი დაკვეთა, რაც არის გაჭირვების დამარცხების გზა, რაც ესახება ხალხს ეს არის ოპოზიციის ერთიანობა და კონსოლიდირებული ქმედება,8 მარტის შეთანხმებას ჩვენ სწორედ ჩვენი ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიციით მივაღწიეთ და არა დაქსაქსულობით და ცალკ-ცალკე ბრძოლით"- აცხადებს ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42