მთავრობა მორიგ სკანდალში ეხვავა: "საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე" - ამერიკული კომპანია „ფრონტერას" წერილი გახარიას
პოლიტიკა - 11:28, 04 Jun, 2020     1064
საქართველოს მთავრობა მორიგ სკანდალში ეხვავა - ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ ხელისუფლებას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

"ფრონტერა"-მ გიორგი გახარიას საგანგებო წერილი გამოიგავნა, რომელშიც სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის უკანონო შეწყვეტაზეა საუბარი.

წერილის თანახმად, კომპანიის აქტივების ჩამორთმევის ირგვლივ არსებული ძალისხმევა ხაზს უსვამს კანონისადმი უპატივცემულობასა და საქართველოში ამერიკული კერძო სექტორისთვის არასახარბიელო საინვესტიციო კლიმატის არსებობას.

წერილს ავტორები ამერიკული ინვესტიციების მიმართ დისკრიმინაციულ ქმეებებზეამახილებენ ყურადღებას.

"პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ
მომსწრენი იმისა, თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც არ
სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს
სახელმწიფოს მიტაცებას, ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა.

2013 წლიდან მოყოლებული, ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე
დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ
ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ
შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის
გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული
დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს...

რუსული ენერგოგიგანტი, Rosneft-ი შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად
საქმიანობს მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა.

Rosneft-ს მიეცა უფლება სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ?

ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-სა და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა, რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების,
სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ?

2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ
ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების
ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება,
რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა
როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის
ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა.
თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?

Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A
2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმზე თქვენ განაცხადეთ
საქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ
წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას
წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ?

ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულ
პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური
კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ
შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ?
ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი
შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ
თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?"

ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება ფრონტერას წინააღმდეგ დასრულდა, იმედი
გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები", - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42